ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყნის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორში მოქმედებას განაგრძობენ და გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ დაახლოებით 200 ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა. მათი თქმით, მიმდინარეობს ტერორისტებთან პირისპირ შეტაკებები. დაჯგუფების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია ღაზის მთელ სექტორში მიმდინარეობს.
IDF-ი აცხადებს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ადგილების აღმოჩენაა, სადაც ჰამასის ტერორისტებს მძევლები ჰყავთ დატყვევებული