ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში, გასულ 24 საათში, საჰაერო დარტყმები „ჰამასის“ 230-მდე ობიექტზე განახორციელა და რომ ჩრდილოეთ ღაზაში მძიმე ბრძოლა გრძელდება.
IDF-ის თქმით, ქალაქ ჯაბალიაში, სკოლაში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეფარებული, 551-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა „ჰამასის“ კუთვნილი იარაღი აღმოაჩინეს.
ისრაელის ავიაციამ შათის ბანაკში მყოფ „ჰამასის“ წევრებზე საჰაერო იერიში მიიტანა. გასულ ღამეს დარტყმები განახორციელეს სამხედრო-საზღვაო ძალებმაც. კერძოდ, მათ დაარტყეს გემებს, რომლებსაც „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალები იყენებდა.