ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა 300 პალესტინელი პატიმრის სია, რომლებიც შესაძლოა გათავისუფლდნენ ისრაელის ჰამასთან შეთანხმების ფარგლებში.
ისრაელმა გამოაქვეყნა 300 პალესტინელის სია, რომლებიც შესაძლოა გაათავისუფლონ ისრაელსა და ჰამასს შორის გაფორმებული გარიგების საფუძველზე.
სიაში, რომელიც ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ასახულია იმ პირთა სახელები, ასაკი და დანაშაულები, რომლებიც შესაძლოა გათავისუფლდნენ.
თავდაპირველად ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
კატარის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და ეგვიპტეს გაწეული დახმარებისთვის ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერების ორგანიზებაში.
მუჰამედ ბინ აბდელრაჰმან ბინ ჯასემ ალ ტანის თქმით, ის იმედოვნებს, რომ შეთანხმება შექმნის “ყოვლისმომცველ და მდგრად შეთანხმებას”, რომელიც “დაასრულებს ომს და სისხლისღვრას”.
პრემიერ-მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება „იქნება გზა სერიოზული მოლაპარაკებებისკენ ყოვლისმომცველი და სამართლიანი სამშვიდობო პროცესის შესახებ“.
დღეს დილით, კატარის ხელისუფლებამ, რომელიც შუამავლობდა ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმებას, ოფიციალურად გამოაცხადა შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბოევიკები მინიმუმ 50 ისრაელელ მძევლს გაათავისუფლებენ, ასევე, გამოცხადდება ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, და ისრაელი გაათავისუფლექ ზოგიერთ პალესტინელ პატიმარს.
„შეთანხმება ითვალისწინებს ღაზას სექტორში მყოფი 50 სამოქალაქო პირის, ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ; შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე გათავისუფლების რაოდენობა გაიზრდება“, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოლაპარაკებებში კატარის ხელისუფლება ეგვიპტისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ვაშინგტონმა მანამდე იტყობინებოდა, რომ შეთანხმების განხორციელება დაიწყება „დაახლოებით 24 საათის შემდეგ“ იქიდან, რაც მას კატარის ხელისუფლებამ გამოაცხადებდა.
სანამ კატარის ხელისუფლება შეთანხმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მთავრობამ, რამდენიმესაათიანი დისკუსიის შემდეგ, დაამტკიცა შეთანხმება ჰამასის ჯგუფთან 7 ოქტომბერს აყვანილი ისრაელის ზოგიერთი მძევლის გათავისუფლების, საომარი მოქმედებების შეჩერებისა და ისრაელის ციხეებიდან ზოგიერთი პალესტინელი პატიმრის საპასუხო გათავისუფლების შესახებ.
გავრხელდა შეთანხმების დეტალებიც:
ჰამასის მებრძოლები ათავისუფლებენ 50 ისრაელელ მძევალს – მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეებს, ქალებს და ბავშვებს;
ისრაელი თანახმაა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე – ის 4 დღე გაგრძელდება;
ისრაელი ციხიდან ათავისუფლებს 150-მდე (ზუსტი მონაცემების გარეშე) პალესტინელ პატიმარს – ქალს და არასრულწლოვანს;
ზავის დროს ღაზაში შეუშვებენ სატვირთო მანქანები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება და საწვავი გადააქვთ. (გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი იქნება 300).
Haaretz ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, წერს, რომ გეგმის მიხედვით ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს „30 გატაცებული ბავშვი, რვა დედა და კიდევ 12 ქალი“ ცეცხლის ხუთდღიანი შეწყვეტის დროს.
ოფიციალური პირის თქმით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ყველა ფილიალი – IDF, Shin Bet და Mossad – მხარს უჭერს დაგეგმილ გარიგებას, – წერს გამოცემა.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ პირველი მძევლები შესაძლოა ხუთშაბათს გაათავისუფლონ; მათი გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდება – დღეში დაახლოებით 12 მძევალი.
როგორც Times of Israel-ი სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, შეთანხმების დამტკიცების შემდეგ ისრაელმა უნდა გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია პალესტინელი პატიმრების შესახებ, რომელთა ციხიდან გათავისუფლება იგეგმება.
კანონის თანახმად, საზოგადოებას ექნება 24 საათი, რომლის განმავლობაში, შეუძლია პეტიცია შეიტანოს კონკრეტული პირის გათავისუფლების წინააღმდეგ.