ისრაელში მინიმუმ 44 ადამიანი დაიღუპა პარასკევს, ხალხმრავალ რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტვაში მოყოლის გამო. პრემიერმინისტრმა მომხდარს “მძიმე კატასტროფა” უწოდა. დაშავებულია 100–ზე მეტი ადამიანი.
შემთხვევა მერონის მთაზე, ლა ბა’ომერის ფესტივალზე მოხდა, სადაც ათი ათასობით იუდეველი მეორე საუკუნეში მოღვაწე რაბინი შიმ ბარ იოხაის საფლავთან იყვნენ შეკრებილი, სადაც მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ლოცულობდნენ.
ჭყლეტვა ფესტივალის მონაწილეებმა ვიწერო გასასვლელში გასვლისას შექმნეს, რა დროსაც ადამიანთა ნაწილი ასფიქსიით გარდაიცვალა, ნაწილი კი ჭყლეტვაში მოყვა.
ფესტივალის ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა: