ისტანციები დემონსტრანტთა საქმის განხილვას აჭიანურებენ, რომ ზურაბიშვილმა ვერ შეიწყალოს – საია

“ისტანციები დემონსტრანტთა საქმის განხილვას აჭიანურებენ, რომ ზურაბიშვილმა ვერ შეიწყალოს” – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დემონსტრანტების (50-მდე პირის) წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების შესახებ შეფასებას ასაჯაროებს, რომელიც ეფუძნება საიას მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებსა და ანალიზს.

საიას შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში და ეს გაჭიანურება არის ხოლმე იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შეიძლება, უკვე საბოლოო ეტაპზე მისული საქმე გადაიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ჩაერთოს ახალი პროკურორი, რაც ხელოვნურ გაჭიანურებას ადასტურებს.” – ნათქვამია განცხადებაში.