პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნაციონალურ მოძრაობაზე ამბობს, რომ პოლიტიკის ისტორიაში ვერ იხსენებს ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმას, რასაც ამბობდა, რომ მხარს უჭერდა.
“მე ვერ ვიხსნებ პოლიტიკის ისტორიაში ვერცერთ ფაქტს, როდესაც პოლიტიკურმა პარტიამ, ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო, რომ მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რასაც ამბობს, რომ მხარს უჭერს. ისინი ამბობენ რომ მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რომ ეს საჭიროა, კარგია მაგრამ ასევე დღეს გამოჩნდა, რომ მათ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირეს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დღეს საარჩევნო სისტემის პირველი მოსმენის კენჭისყრაში ნაციონალურმა მოძრაობამ მონაწილეობა არ მიიღო. პარტიის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ, თუ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდებოდა და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებდა, რაც არ მოხდა.