“ისტორია მეორდება” – ასე აფასებს, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რუსეთის უკრაინაში შეჭრას და პარალელურად 2008 წლის საქართველოში რუსეთის შემოჭრას იხსენებს. ფოტიგა აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში, ყველაზე მეტად ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ დაეხმარნენ.
- “აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენს რეგიონში, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, იყვნენ ისინი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში მხარს უჭერდნენ.ისტორია მეორდება. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ისევ, ყველაზე მეტად უკრაინას მხარს აშშ, ბრიტანეთი, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყნები და პოლონეთი უჭერს მხარს” – აცხადებს ფოტიგა.