“ისტორიის სახელმძღვანელოს პრობლემა ის გახლავთ, რომ მიმდინარე მოვლენებსა და მოქმედ პოლიტიკოსებზე მასში მოცემული უნდა იყოს მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია, შეფასებითი ნაწილის გარეშე.
მიზეზი მარტივია – მიმდინარე პროცესს საზოგადოება განსხვავებულად, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავად აფასებს და ეს ბუნებრივია. შესაბამისად, შეფასებითი ნაწილი უნდა აღვიქვათ, როგორც მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდისტული სვლა და ისტორიის საკუთარ თავზე მორგების მცდელობა.
შეფასებითი ნაწილი ისტორიაში ჩნდება მხოლოდ შესაბამისი ისტორიული ციკლის დასრულების და მოქმედი პირების თამაშიდან გასვლის შემდეგ.
ადამიანი, რომელიც ამ მარტივ წესს დაარღვევს არის არა ისტორიკოსი, ან თუნდაც პედაგოგი, არამედ ბანალური პროპაგანდისტი”
ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეყვანას.