„თუ რეკომენდაციებს არ ასრულებენ და ითქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული, საქმეს მაინც ნუ გააფუჭებენ – გაჩერდნენ!
ისტორიული მნიშვნელობის, გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ოღონდ ეს ხელისუფლება გაჩერდეს. ეს იქნება ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილი”,
ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.