უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ დღეს, 7 იანვარს ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა კიევ-პეჩერსკის ლავრაში აღავლინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საშობაო წირვას კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე ატარებს.
მანამდე ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში შობის დღეს ღვთისმსახურებას მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქო ატარებდა.
დღეს კიევ-პეჩერსკის ლავრასთან პოლიცია და ეროვნული გვარდიის წევრები მორიგეობენ. ისინი მიტროპოლიტ ეპიფანესთან წირვაზე დასწრების მსურველთა საბუთებს ამოწმებენ.
კიევ-პეჩერსკის ლავრას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია განაგებდა, ფორმალურად – საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც 1 იანვარს ვადა გაუვიდა.
3 იანვარს, კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ დააზუსტა, რომ საუბარი არაა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან ლავრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემაზე.
საუბარია იურიდიული პირის დარეგისტრირებაზე ლავრის იმ ნაწილში, სადაც ისედაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპლუატაციაში იყო და არ ვრცელდებოდა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.