“ქალბატონი სალომეს ანტიკონსტიტუციური ვოიაჟის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არ იყო შეთანხმებული და როგორ მშვიდად შეხვდა მას ქალბატონი სალომე. მიმაჩნია, რომ ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხოლო მისი ეგიდით წოდებული ვოიაჟები საზღვარგარეთ არის ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მიმართული. ყველა ამ ქმედებიდან გამომდინარე, ისღაა დარჩენილი, რომ ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი ქმედების აღსაკვეთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა აუკრძალოს”
განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.