ის არ შეიძლება ებრძოდეს გავრილოვს, ჩრდილში დადგეს – ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე ამბობს, რომ ის არ შეიძლება გავრილოვს ებრძოდეს, ამიტომ “ჩრდილში უნდა დადგეს”.

“პარტიის მოქმედი პროგრამით რუსეთის ვექტორის, უბლოკო სტატუსის მომხრე ქალბატონი, გავრილოვის ღამის შემდეგ კოსაჩოვისთვის ბოდიშის მომხდელი არ შეიძლება ებრძოდეს გავრილოვს. ეს გარდა იმისა რომ ამორალურია, შეცდომაა პოლიტიკური საქართველოს განვითარების გზაზე. ოპოზიციას ვინ მოგვცა უფლება?! ხალხმა წლების მანძილზე გაანულა რუსული ვექტორი და მას ხმას არ აძლევს, ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაცოცხლებთ პოლიტიკურ გვამებს?! ამით უნდა იყოს დაკავებული, თუ ახალი სახეები რომ გამოიწიონ?

მე თუ რუსულ ვექტორს ვეუბნები, რომ გაიწიე, ცოტა ხანი ჩრდილში დადექი–მეთქი, ეს საერთო ოპოზიციის შეთანხმებას რატომ უშლის ხელს? მივხედოთ საქმეს ოპოზიციამ, გავითვალისწინოთ მომავალი, ახალგაზრდეების ფიქრი და იმ ხალხის, იქ რომ მოვიდეს, რომელიც გვთხოვს, რომ ცოტა ხანი ეს ქალბატონი ცოტა ჩრდილში დადგეს, ლიდერად ნუ მოგვევლინება”,- ამბობს ჩარკვიანი ტვ პირველის ეთერში.

მას ბურჯანაძემ უპასუხა და თქვა, რომ შესაძლოა თაკო ჩარკვიანიც ელისაშვილისა და გირჩის გზას დაადგეს.