ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში ისე ნატოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა,
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხილული იყო ყველა ის რეფორმა და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
„ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში ისე ნატოში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმების, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ყველამ ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული. ამიტომ, მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ჩართულია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.