ის საქართველო შევარცხვინე, ვინც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონის უზენაესობით და ჩვენთან, მიუხედავად სტატუსისა, მიუხედავად დამსახურებისა თუ დაუმსახურებლობისა ქვეყნის წინაშე, დააშავებ – აგებს პასუხს, ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფვით. რაც შეეხება ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განვიხილავ… სადღაც 10 თუ 12 კაცი, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ისინი არიან ფასიანი ლობისტები.
ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ერთი შეხედვით ევროპარლამენტარები, რომლებიც პირიქით, უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ, მოგვიწოდებდნენ რომ ყველა კანონმორჩილი გავხადოთ, ამიტომ გვინდა ევროკავშირი და ევროპა და როდესაც ვისმენთ ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს, შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ დიახ, ევროკავშირი არის კანონის უზენაესობა. რატომ სჩადიან ამას?! რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. კიდევ ვამბობ, საქართველო ითამაშებს ქართული ინტერესების შესაბამის თამაშს, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ინტერესების დაცვას და ამ მოცემულობით ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლას.
ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც ევროდეპუტატები კენჭს დღეს უყრიან.