სააკაშვილი ციხეში მის მიმართ ხელისუფლებაში მყოფთა წინააღმდეგობის გამო ზის – უილიამ კორტნი

“ის ციხეში მის მიმართ ხელისუფლებაში მყოფთა წინააღმდეგობის გამო ზის”-  ასე ეხმაურება ამერიკის  ყოფილი ელჩი საქართველოში და კორპორაცია „რანდის“ მკვლევარი,  უილიამ კორტნი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს. კორტნის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებული თემა კომპლექსურია და დასავლეთისთვის მის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს.

„დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ მის წინააღმდეგ ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია, მისი დაპატიმრება და მასთან ამგვარად მოქცევა კი არის არა მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, არამედ, ასევე მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხიც. ვფიქრობ, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს აქვთ იმედი, რომ მთავრობა იპოვის გამოსავალს სააკაშვილთან დაკავშირებით. დასავლეთის აღქმით, ეს არსობრივად, იქნება პოლიტიკური გამოსავალი. რადგან დასავლეთს სჯერა, რომ ის ციხეში მის მიმართ ხელისუფლებაში მყოფთა წინააღმდეგობის გამო ზის“, – ამბობს უილიამ კორტნი.

წყარო: ამერიკის ხმა