იტალიამ ევროვიზიაზე პრორუსული ჯგუფების კიბერშეტევები მოიგერია

იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ თავიდან აიცილეს პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალსა და ფინალში, რომელიც იტალიაში, ტურინში გაიმართა.

პოლიციის ცნობით, 10 მაისის ნახევარფინალსა და ფინალში მონაწილეთა კენჭისყრისა და გამოსვლების დროს პოლიციამ მოიგერია რამდენიმე კიბერშეტევა ქსელის ინფრასტრუქტურაზე.

თავდასხმის ორგანიზატორები იყვნენ ჰაკერული ჯგუფი Killnet და მისი “შვილობილი” Legion. პოლიციამ შეაგროვა ინფორმაცია პრორუსული ჯგუფის ტელეგრამ არხებიდან.

უწყება არ აკონკრეტებს კიბერშეტევის დეტალებს, ასევე, მათ მიერ განხორციელებულ საპასუხო ქმედებებს.

ცნობისთვის, ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა.