იტალიამ რუს ოლიგარქს, ალექსეი მორდაშოვს €105 მლნ-ის ქონება ჩამოართვა

რუს ოლიგარქს, ალექსეი მორდაშოვს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაზე 105 მილიონი ევროს ღირებულების სამშენებლო კომპლექსი ჩამოართვეს.  აღნიშნულ ინფორმაციას, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგის ოფიცი ავრცელებს. 

ალექსეი მორდაშოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, მას ქონება იტალიამ უკვე მეორედ ჩამოართვა. თავდაპირველად ოლიგარქს 65-მეტრიანი იახტა, Lady M ჩამოართვეს,  რომლის ღირებულებაც 65 მილიონი ევროა.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში იტალიის პოლიციამ რუს ოლიგარქებს 780 მილიონზე მეტის ღირებულების იახტები და ვილები ჩამოართვა.