იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს დაახლოებით 578 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იახტაჩამოართვა, – ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ფინანსური პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული.ხომალდი, სახელწოდებით “SY A”, რომელიც ტრიესტის პორტში იყო გაჩერებული, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერიახტად ითვლება.
ანდრეი მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა.