იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის წარსულში ნასამართლევი პირები არიან.