იტალიაში დაკავებული რუსი ოლიგარქის იახტა გაუჩინარდა–The Guardian

The Guardian–ის ცნობით იტალიაში დაკავებული რუსი ოლიგარქის დიმიტრი მაზეპინის იახტა გაუჩინარდა.

22 მეტრიანი ახტა, რომლის ღირებულებაც 700,000 ევროდან 1 მილიონ ევრომდეა,მარტში  ოლვიას პორტში და დააკავეს მას შემდეგ, რაც მაზეპინი სანქციების სიაში მოხვდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

იახტა იქ ივნისამდე იყო გაჩერებული,  რამდენიმე საათით ადრე კი, სანამ ოფიციალურად დადასტურდებოდა, რომ ის მაზეპინს ეკუთვნოდა,  გაქრა.

„მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მოახერხა მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, როცა ჩვენ ვმუშაობდით, რათა დაგვედგინა, რომ იახტა მისი იყო, რადგან დრო გვჭირდებოდა საკუთრების ჯაჭვის გამოსაძიებლად. ჩვენ ვიყავით მფლობელობის დადასტურების პროცესში, როდესაც მან იახტა “გაიტაცა”. ”- თქვა წყარომ სარდინიის ფინანსური პოლიციის განყოფილებიდან.

პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც თავის მხრივ გადაუხადა იტალიელ კაპიტანს, რომელმაც იახტა ოლბიას პორტიდან გაიყვანა. იტალიის პოლიციამ დაადგინა, რომ იგი ბოლოს ტუნისში, ბიზერტეს პორტში ნახეს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

The Guardian იუწყება, რომ ახლა იტალიის ხელისუფლებას შეუძლია დააჯარიმოს თავად მაზეპინი, კომპანია, რომელიც მის ექსპორტში მონაწილეობდა  და კაპიტანი 500 000 ევროთი იახტის უკანონო ექსპორტისთვის.

გამოცემა წერს, რომ ასევე დააპატიმრეს მაზეპინის კუთვნილი ვილა სარდინიაში.

მაზეპინი  “ურალხიმის“-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს, ის შედის სანქციების სიებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.