იტალიაში, ქალაქ გრავინას მერმა, ალესიო ვალენტიმ განაცხადა, რომ დედამ შვილის მიერ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე “ზაოდის” მიწერისთვის გასუფთავების ნებართვა ითხოვა.
ვალენტიმ ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ დედის მხარიდან ეს მისაბაძი საქციელია.
„სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, – აცხადებს ალესიო ვალენტი.
ვიდეოში მერმა აღნიშნა, რომ ძეგლის დაზიანების გამო მიყენებული “ჭრილობა” დედის საქციელის გამო ნელ-ნელა “შეხორცდება”
,,ეს ჭრილობა დიდხანს დაგვრჩება, მაგრამ ნელ-ნელა შეხორცებას დაიწყებს, ასეთი საქციელების გამო. მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს სწორად მოქცევა, არ უნდა დაფარონ მათი ცუდი საქციელი. მინდა მოვეფერო ამ ქალს და მინდა ბევრი იყოს მასსავით მამაცი”,- განაცხადა ქალაქის მერმა.
მემორიალის დაზიანების შესახებ პოსტი ფეისბუქზე 7 მაისს გამოქვეყნდა, ქალაქ პულიას მერი წერდა, რომ ძეგლზე წითელი საღებავით „ზაოდის“ მიწერით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ადამიანების ხსოვნას.