იტალიაში, კომოს ტბაზე რუსი ტელეწამყვანისა და პუტინის მხარდამჭერის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილაში ხანძარი გააჩინეს. იტალიური მედიის ცნობით, ცეცხლის წასაკიდებლად უცნობმა პირებმა საბურავები გამოიყენეს.
პოლიციის განცხადებით, დილის 6 საათზე მეხანძრეებს ორი საათი დასჭირდათ ცეცხლის ჩასაქრობად. მიმდინარეობს გამოძიება.
გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, დააზიანეს და შეღებეს სოლოვიოვის მეორე სახლის კედლებიც, მესამეში კი ხანძარი გააჩინეს. რუსი პროპაგანდისტის ვილების საერთო ღირებულება 8 მილიონი ევროა.