იტალიაში მიგრანტები, მათ შორის ქართველები, ლეგალურად დასაქმების უფლებას მიიღებენ

იტალიაში ასი ათასობით არალეგალურად დასაქმებული მიგრანტი, მათ შორის ქართველიც, დროებით ლეგალურად შრომის უფლებას მოიპოვებს.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს, რომლებიც ოფიციალური საბუთების გარეშე ცხოვრობენ და მუშაობენ, სპეციალური დოკუმენტის მიღება შეეძლებათ, რაც მათ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას, ასევე იტალიის ჯანდაცვისა და სხვა სერვისებით სარგებლობის უფლებას მისცემს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მმართველი კოალიცია კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისისგან დასაღწევად ეკონომიკის მასტიმულირებელ 60 მილიარდიან პაკეტზე მუშაობს.

გეგმაზე მუშაობის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტერეზეა ბელანოვამ წამოაყენა ინიციატივა, რომ შრომის კანონმდებლობაში დროებიტ მაინც ცვლილებები შევიდეს და დამლაგებლებს, მომვლელებს, ფერმებსა და სხვა რამდენიმე ტიპის სექტორში დასაქმებულ მიგრანტებს ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცეთ.

“დღეიდან უხილავები ნაკლებად უხილავები იქნებიან. დღეიდან სახელმწიფო იმარჯვებს, რადგან ის უფრო ძლიერია, ვიდრე დანაშაული და ექსპლუატაცია”, – თქვა ბელანოვამ.

განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება მიგრანტებს 6 თვით მიეცემათ.