იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, იტალიაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 35 000 უკრაინელი ლტოლვილი შევიდა.