იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი ვერონაში 200 ევროს ღირებულების სუნამოს მოპარვის დროს უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს. ის გაიქცა თუმცა საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა.
მამაკაცს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.