იტალიიდან გადმოსვენებული ქართველის ცხედარი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა

4 ივნისს იტალიაში გარდაცვლილი 52 წლის ნინო ნაროშვილის ცხედარი, რომელიც სამშობლოში კვირას უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.

გარდაცვლილი ემიგრანტის ოჯახის ინფორმაციით, ისინი ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდნენ, თუმცა, მათ მხოლოდ პროცედურული დოკუმენტები მიიღეს. ცხედარი კი, მათი თქმით, სავარაუდოდ, თურქეთში დარჩათ.

გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას თურქულ ავიაკომპანიას აკისრებს, რომელმაც სპეციალური რეისი იტალიიდან 28 ივნისს განახორციელა.

ოჯახი, ცხედრის სამშობლოში დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით, შესაბამის უწყებებს მიმართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიას დაუკავშირდნენ, სადაც მათ უთხრეს, რომ ოჯახთან კონტაქტზე არიან და პრობლემა მოგვარდება.

გარდაცვლილის შვილი, თათია გაბიჩვიძე ამბობს, რომ  ავიაკომპანია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის.

თურქეთიდან საქართველოში მომდევნო უახლოესი სპეც.რეისი 2 ივლისს უნდა განხორციელდეს, თუმცა, ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვს.