გაზეთ La Repubblica–ს ცნობით იტალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის და პროკრემლის პროპაგანდისტი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის ქონება დააპატიმრა.
გამოცემის ცნობით, დაპატიმრებულია სალავიოვის ორი ვილა კომოს ტბაზე, ასევე უსმანოვის ვილა სარდინიაზე.
უსმანოვი და სოლოვივი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან.
მანამდე La Repubblica წერდა, რომ იტალიის ფინანსურმა პოლიციამ სანქციების სიის ფიგურანტების, რუსი ბიზნესმენების – ალექსეი მორდაშოვის და გენადი ტიმჩენკოს იახტების კონფისკაცია მოახდინა, დუმის ყოფილ დეპუტატს, ოლეგ სავჩენკოს კი ტოსკანაში მდებარე ვილა ჩამოართვეს.