პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილს გაუწია რეკომენდაცია.
გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი ხელმძღვანელია, რომელსაც ვადა 2022 წლის თებერვალში გასდის.
ასევე იურიდიულმა კომიტეტმა ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე რეკომენდაცია გაუწია მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს.