იუსტიციის სამინისტროს ეზოში ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში 30 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

დამატებითი დეტალები უცნობია.