იუსტიციის სამინისტროს შერჩეული კომპანია ნამახვანჰესის ხელშეკრულებას შეისწავლის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს დავავალე და შესაბამისი კომპანიაც იქნა შერჩეული, რომელიც შეისწავლის ხელშეკრულების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.