იქიდან შეიძლება, პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს – დოლიძე დიღმის მასივზე

სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე ამბობს, რომ დიღმის მასივიდან შეიძლება პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს.

დოლიძის თქმით, ამ უბანს ორგანულად იცნობს და იცის მისი პოტენციალი.

„მე დიდუბის რაიონში ვცხოვრობდი, დიღმის მასივში, მეთერთმეტე სართულზე. ბავშვობა მაქვს გატარებული, უშუქობაში მეთერთმეტე სართულზე იქით-აქეთ სიარულში. ძალიან კარგად ვიცი დიღმის მასივის სოციალური სამყარო, მისი თვითმყოფადობა. დიღმის ტყე-პარკში დავდიოდი, ვვარჯიშობდი, დავრბოდი. ორგანულად ვიცნობ ამ უბანს და პლიუს ამისა, ვიცი რამხელა პოტენციალი აქვს, მართლაც პოსტინდუსტრიული სამოთხე შეიძლება იქიდან გამოვიდეს, რის საშუალებასაც არ გვაძლევს ეს ხელისუფლება“, – განაცხადა დოლიძემ.

მანვე გუშინ განაცხადა, რომ თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა, რადგან ეს ადგილი “აბსოლუტური წალკოტი” იყო.