იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის – ISFED ჟორჟოლიანზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში ორგანიზაცია ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას აცხადებს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციები.

ასევე, ISFED-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჟოჟოლიანის წარდგენით იქმნება უსამართლო უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატებისთვის. გარდა ამისა, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც.

23 სექტემბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. მან გენერალი დევი ჭანკოტაძე ჩაანაცვლა.