იქმნება შთაბეჭდილება, რომ კიევს არ სჭირდება რუსეთთან მოლაპარაკებები – ლავროვი

რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, “უკრაინული მხარის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კიევი თავის ბედს შეეგუა და მას არ სჭირდება რუსეთთან მოლაპარაკებები”.

„ჩემთვის ძალიან უცნაურია, ყოველდღე მოვისმინო სხვადასხვა უკრაინელი წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტისა და მისი მრჩევლების განცხადებები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მათ საერთოდ არ სჭირდებათ ეს მოლაპარაკებები, რომ ისინი საკუთარ ბედს შეეგუვნენ”,– თქვა ლავროვმა.

მისივე მტკიცებით, უკრაინის დელეგაცია „მიმართავს თავის ძალისხმევას არა შეთანხმების მიღწევის, არამედ მოლაპარაკებების გაჭიანურებისკენ”.

ლავროვის შეფასებით, ზელენსკი არასწორად აკავშირებს მოლაპარაკებებს აზოვსტალში სამხედროების მდგომარეობასთან.

“მე ვერ დავაკვალიფიცირებ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ესმის, რა დევს სასწორზე,” – ასე გამოეხმაურა ის ზელენსკის განცხადებას, რომ მარიუპოლი შესაძლოა წითელი ხაზი იყოს მოლაპარაკებებში.