იქნება თუ არა ღარიბაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი – თავდაცვის სამინისტროს განმარტება

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობაზე კენჭი იყაროს, თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.

უწყების განცხადებით, ღარიბაშვილის პრირორიტეტი თავდაცვის ძალებში ამბიციური რეფორმების განხორციელებაა.

„გვსურს საზოგადოებისთვის მკაფიოდ განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მიზანმიმართული სიცრუე და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ განიხილება. თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სამხედროების ზრუნვისა და მზადყოფნის ამაღლების მიზნით, თავდაცვის ძალებში დაწყებული ძალიან ამბიციური რეფორმები და მოდერნიზაციის გეგმა. მინისტრი სრულად ფოკუსირებულია მათ წარმატებით განხორციელებაზე“, – განუცხადეს IPN-ს თავდაცვის სამინისტროში.