” გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საქართველოს მიმართ თავისი ჭეშმარიტი დამოკიდებულება აბსოლუტურად ცხადად აჩვენა – პრინციპში, სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთის მხრიდან ნებისმიერთან ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, რადგან რუსეთს ყოველთვის სძულს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც სუვერენული, სუბიექტურია და რუსეთი ყოველთვის შეეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომლებსაც საქართველოში ავლენს. […] ანუ, სრულად პრომოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობების, პარტიების მიმართ და, შესაბამისად, ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო სივრცის კასტრირება – ამ ყველაფერს ვხედავთ.
გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება, მიახლოებით რომ ვთქვა. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა, რომ ის უბრალოდ შიშით უყურებს იმას, რაც უკრაინაში ხდება. ესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხებულ მხარედ არ ჩაითვლება […] საქართველოს ქვეცნობიერულად ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ თუ რუსეთი ამ ომს არ წააგებს, მაშინ, თუ საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობა გაიმარჯვებს, იგივენაირი ომის დაწყებას საქართველოშიც შეძლებს. ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია, თუმცა, ამასთანავე, წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ – წინააღმდეგობა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში, საკმაოდ მოცულობითია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური, უმრავლესობა აბსოლუტურად ნამდვილად არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია ატარებს, უეჭველია.
იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია”..