ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას “ქვეყანას არ დააშლევინებს” და თუ საჭირო იქნება, იქნება მესამე ძალა.
“ცალ- ცალკე ვერავინ ვერ შეძლებს, მანამდე ვისაც ვუსმენდი არც პოზიცია და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ და რა არის იცით , საქმის ბოლო დასაწყისიშივე უნდა ეძებოო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იციან, მერე რა იქნება , ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილია.
თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, თუ გაინტერესებთ იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი. შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი, ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებზე არ ინდა იფიქრონ. ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის , არ მივცემთ მაგის უფლებას “- თქვა ეუფე იაკობმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავს, ხოლო თუ მათ ეკლესია მოუწოდებს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა.