საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ 3 პრეზიდენტის შეხვედრა კარგი გზავნილი იქნებოდა როგორც ქართველი საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
“ასეთი შეხვედრა გაუგზავნიდა გზავნილს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ისე ქართულ საზოგადოებას, რომ ქართველებს შეგვიძლია დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებს შეიძლება ძალიანაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ მაინც უნარი გვქონდეს ერთ მაგიდასთან დაჯდომის.
ასევე, ეს აწევდა ამ პროცესის პოლიტიკურ სტატუსს და კარგ დასაწყისს შექმნიდა იმისთვის, რომ ასეთი მაგიდის ირგვლივ სულ უფრო მეტი აქტიტორი შეიკრიბოს, რომ პროცესი იყო ჩართულობითი”. – თქვა გიორგი მარგველაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.
ექსპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შინაარსობრივია და მიმართულია არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს “უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად” და წინ წასასვლელად.