იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის – ნიკა მელია

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს ამცირებს მისი ციხეში ყოფნით, ეს პირიქითაა.

მისი აზრით, სააკაშვილის თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის.

“იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არის პატივი მიხეილ სააკაშვილისთვის, იცოდეს, რომ ჰყავს მას 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრობს მას, ახლა განსაკუთრებით, შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ს ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის”, – თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოლიდარობის აქციას მართავენ და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.