„მე მინდა ახლა მოვყვე ქალთა ციხეში რა მდგომარეობაა. ჩემი დაკავების დროს იყო გაჟღერებული ის ფაქტები, რაც მუქარაა. ისინი მემუქრებოდნენ, რომ შენ იყვირებ, ტკივილისგან დაიტანჯები და არც ერთი ექიმი არ მოვა. ასეც ხორციელდება. ეს განხორციელებული მუქარაა. ეს არის პოლიციელის განხორციელებული მუქარა, რომელმაც ციხეში მომიყვანა. მან მითხრა, ეს შენი სამუდამო სამყოფელი იქნება, შენ აქ მოკვდები. იცი რატომ მოკვდები?! შენ მოგწამლავენ. მან მითხრა არა მოგწამალვენ, არამედ შენ სიკვდილს განახორციელებენ, შენ ტკივილისგან იყვირებ, მაგრამ შენთან არავინ მოვა. შეიძლება ითქვას, რომ 9 თვის განმავლობაში იყო მოწამვლის 2 შემთხვევა. […] რამდენიმე დღის წინ მე ჩემი საჭმელი თეფში მივაწოდე გოგონას [თანამესაკნეს]. წელი მტკიოდა და ვერ შევძელი ჭამა და ეს გოგონა, რომელმაც ეს საჭმელი შეჭამა, დღემდე ტემპერატურით წევს, მას აღებინებს, ძალიან ცუდად არის. მან შეჭამა საჭმელი, რომელიც მე მეკუთვნოდა“.
განაცხადა, განაჩენის გამოცხადებამდე ანასტასია ზინოვკინამ.
აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5-8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.














