“იყო გადაცდომები, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც” – ასე შეაფასა, 2019 წლის 20 ივნისის ღამე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რუსი დეპუტატის პარლამენტის თავჯდომარის სკამში ჩაჯდომა ხელისუფლების “უნებლიე შეცდომა” იყო და ეს შეცდომა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 20 ივნისს ახალგაზრდების პროტესტის ხარჯზე, პარლამენტზე შტურმის მისატანად გამოიყენა.
“იყო, სამწუხაროდ, გადაცდომები. ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც”,- განააცხადა ბიძინა ივანიშვილმა,ნ პარტიის ეკონომიკური პროგრამის წარდგენისას. ამ განცხადებას კი დამსწრეები ოვაციით შეხვდნენ.