“იცით რამდენ ადამიანთან მაქვს ფოტო? საოცარი ლოგიკა გაქვთ” – კალაძე მურსაკულოვზე

თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე, ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვის “ქართულ ოცნებასთან” კავშირზე დასმულ შეკითხვამ გააღიზიანა და განაცხადა, რომ ბევრ ადამიანთან აქვს მას ფოტო გადაღებული.

“ეგ საერთოდ რა წამოსაწევი თემაა? იცით რამდენ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული? ამბობს, რომ მხარდამჭერია, მხარდამჭერი იყოს ნიკა მელიასი, მხარდამჭერი იყო იგივე რურუასი. ასევე, გაზიარებული აქვს გახარაიას ფოტო, გაზიარებული აქვს ჩემი ფოტო, რა არის მერე ამაში დანაშაული? ლოგიკა გაქვთ საოცარი. იმეცადინე, შემდეგში მომზადებული მოდი”, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.