რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი, რომან კოსტენკო „რადიო NV“-ის ეთერში საუბრობს იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა შეერთებულ შტატებში, ოპერაცია “ობობას ქსელზე”. მისი თქმით, სანამ “ობობას ქსელი” ამოქმედდებოდა, რუსები მუდმივად ცვლიდნენ თავიანთ ბომბდამშენების პოზიციებს.
„ამიტომ ოპერაციის დღეს უნდა გვქონოდა 100%-იანი დაზვერვა, რომელიც დაგვიდასტურებდა, რომ ეს ბომბდამშენები ნამდვილად ადგილზე არიან. ასეთ ინფორმაციას კი მხოლოდ პარტნიორები მოგვაწვდიან. ეს პასუხია კითხვაზე — იცოდნენ თუ არა ამერიკელებმა ამ ოპერაციის შესახებ. რადგან როცა ჩვენ მონაცემებს ვიღებთ, ისინი ხედავენ, თუ რომელი ტერიტორიით ვართ დაინტერესებულები. ამიტომ შეიძლება ასეც, ითქვას რომ კი მათ იცოდნენ ამ ოპერაციის შესახებ”. — განაცხადა კოსტენკომ.
მან დასძინა, რომ უკრაინა დაზვერვის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა, თუმცა სწორედ ამერიკას აქვს საუკეთესო შესაძლებლობები შესაბამისი ინფორმაციის გადაცემისთვის.
ამავე თემაზე :