იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ! – კელი დეგნანი შატილში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ დეგნანის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული 17 სიცოცხლის გამო.

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.