“იძაბებით ჯვრის დანახვაზე? ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა.

მაშინ, თქვენი პრეტენზიები არ მინახავს და ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, დღესაც გიპასუხებდით ამაზე და მაშინაც, არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში ეს არ არის, ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და ნახავთ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი – საქართველოს პარლამენტი იმსახურებს.

აქედან სენსაციას ნუ ქმნით, როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით იმით, როცა ცარიელი კარვები იდგა თვეობით და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში, კარავში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტის თემა იქ არ არსებობდა”

თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ მოძალადეების მიერ პარლამენტის წინ დადგმულ ჯვარზე.