უკრაინაში, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების 14 000 შემთხვევას იძიებენ

უკრაინაში, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების 14 000 შემთხვევას იძიებენ – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

BBC-თან ინტერვიუში ვენედიქტოვა აცხადებს, რომ ომის დანაშაულებიდან ყველაზე ხშირი სამოქალაქო შენობების, განსაკუთრებით საავადმყოფოებისა და სკოლების დაბომბვაა ხოლო ყოველდღიურად ამ რიცხვს 100-დან 200-მდე ახალი შემთხვევა ემატება.

„დღეს ჩვენ თითქმის 14 000 საქმე გვაქვს მხოლოდ ომის დანაშაულების და დაახლოებით 6 000, რაც მასთან კავშირშია. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ შემთხვევების დიდი რიცხვი გვაქვს და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტია: დამატებით 100, დამატებით 200, გააჩნია დღეს“, – განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.

ირინა ვენედიქტოვა ლონდონში ბრიტანეთის პროკურორს სუელა ბრავერმენს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, რათა განიხილოს რისი გაკეთება შეუძლია დიდ ბრიტანეთს და სხვა დასავლურ ძალებს, რომ გამოძიების პროცესის დასახმარებლად.