იძულებული ვიქნებით, ყურის აწევის ფორმას მივმართოთ – კახაძე პირბადის ტარებაზე

” იძულებული ვიქნებით, ყურის აწევის ფორმას მივმართოთ”- ამის შესახებ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციებიც აქვთ, ამიტომ “გაჭირვება თუ იქნა”, იძულებულები იქნებიან “ყურის აწევის ფორმას” მიმართონ.

“ჩვენ საჯარიმო სანქციებიც გვაქ, არ გამიმახვილებია ყურადღება ამ წუთას მაგრამ, რაღაცა გაჭირვება თუ იქნა, იძულებული ვიქნებით, რომ ყურის აწევის ფორმას მივმართოთ, ამიტომ ნუ გაიხდით საქმეს კანონთან დაპირისპირების ფორმაში”, – განაცხადა კახაძემ.