კაბუ აცხადებს, რომ ახალციხის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს

მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ირწმუნება, რომ ახალციხის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს.

კაბუ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

მომღერლის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 21 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავდა წინასაახალწლო კონცერტების განრიგი, სადაც წერია, რომ კაბუ ჯგუფ ¼-თან ერთად იმღერებდა.