რუსეთ-უკრაინის ომში, ტიკ-ტოკერი კადიროველი სამხედროები უკრაინელების გარდა რუს ოკუპანტ სამხედროებსაც ძარცვავენ, დაკარგული იარაღის გამო კი ოკუპანტებს სარდლობა სიკვდილით სჯის. ამის შესახებ ინფორმაციას, UNIAN-ი ოკუპანტების სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა.
ხერსონის ოლქში, ერთ-ერთი ოკუპანტი ახლობელს ტელეფონით ეუბნება, რომ ჩეჩნებმა მისი პისტოლეტი მოიპარეს რის გამოც მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე ემუქრება.
– მოდიან და გვეუბნებიან რომ სალოცავად მოვიდნენ, ვეუბნები რომ წავიდნენ რადგან ჩვენ დაზვერვაზე ვიმყოფებით – უყვება აღშფოთებული რუსი სამხედრო ახლობელს ტელეფონით.
სარდლობა რუს სამხედროს, რომელმაც იარაღი “დაკარგა” სანგრების გასათხრელად აგზავნის და შემდეგ აძლევს 2 დღეს რომ საკუთარი იარაღი მოძებნოს.
– თუ იარაღს ვერ ვიპოვი, დამხვრეტენ და შემდეგ დაწერენ ჩემზე რომ უბრალოდ დავიკარგე”. ამბობს ოკუპანტი