ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არიან. შვილებთაგან უმცროსი 14 წლისაა, უფროსი 16-ის.
“ახმათი, ელი და ადამი ეწვივნენ ფრონტის ხაზს, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ ნაციონალისტებთან. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ”, – ამბობს კადიროვი.