ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს “მიტრიალდეს რუსეთისკენ, რათა ისტორიაში მშვიდობისმფოფელის სახელით შევიდეს”. ამის შესახებ კადიროვმა საკუთარ მიმართვაში განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ზელენსკის თავშესაფარი ჩეჩნეთში მისცეს.
„თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები – ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა“,- განაცხადა კადიროვმა თავის მიმართვაში.